"არ აპატიეს გადარჩენა, ისიც კი თქვა, მერჩივნა მომკვდარიყავიო" - ემიგრანტი სულისშემძვრელ ისტორიაზე

emigranti

ემიგრანტი, საფრანგეთში მცხოვრები სოფია ბასილაშვილი შოკის მომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს მის მეგობარს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც თურქეთში არ დაუდასტურდა, ადამიანებმა ვინც ფული შეუგროვა სამკურნალოდ, გოგოს კარგად ყოფნა არ აპატიესო.

"ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე...

მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები, მითხრა 3-4 თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო…

ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი და არამარტო მე ყველა...

მოკლედ ავკრიფეთ ფული, ყველას ვთხოვეთ დახმარება, გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

იმკურნალა ბევრიც იწვალა, მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ჰქონია...

მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი...

ყველაფერი თქვეს, რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო...

გოგო იმ დონეზე მიიყვანეს, ისიც კი თქვა, მერჩივნა მომკვდარიყავიო..

რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი. ამ დაკარგულ გოგოზე, რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია.

იმიტომ რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ...

საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახავს...

რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები...

სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით?

სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით?

ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ???

ეს გოგო აზრზე რომ მოვა შეიძლება ამასაც ანატრებინოთ სიკვდილი...“, - წერს ემიგრანტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

წყარო: exclusive tv.ge 

სხვა სიახლეები