გიგანტური სიიდან მამამ დედას ყველა წამალი მოუტანა, მაგრამ ნახევარზე მეტი პაციენტს არ სჭირდებოდა - გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე დედის დიაგნოზის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ექიმმა დედას დიდი რაოდენობით მედიკამენტი დაუნიშნა, რომლის ნახევარი, რეალურად პაციენტს არ სჭირდებოდა.

სოფელში რამდენადაც კარგი გარემო გაქვს, ფინანსურად იმდენად გიჭირს. ყველა მუშაობს მიწაზე, ბოსტანში, ბაღჩაში, ყანაში, იქ ძროხა, ქათამი, სხვა შემოსავლის წყარო არ არის.  დედაჩემს უმძიმესი სიმსივნე დაემართა, რომელიც იმ დროისთვის ძალიან რთულად ინკურნებოდა, ექიმი კილომეტრებს იქით იყო, როცა ფინანსები არ გაქვს და ამ პირობებში დედას სიმსივნე უდგინდება, ხედავ, რომ მამას ბევრი არაფერი შეუძლია, დედა სკოლაში 200-300 ლარზე მუშაობს, მე და ჩემი და ბავშვები ვართ, რა უნდა გავაკეთოთ.

დედა გეუბნება, აი წამლების სიაა, იყო გიგანტური. მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა, დედას ყველა წამალი მოუტანა სახლში, მაგრამ იცით რა იყო პრობლემა? მედიკამენტების ნახევარზე მეტი პაციენტს არ სჭირდებოდა. როცა მან ეს ყველაფერი არ იცის, სჯერა იმ წამლის რასაც უნიშნავ და იხდის ფულს, რომელიც არ აქვს, ხომ დაღუპულია ის... თავიდან იურისიდულზე მინდოდა ჩაბარება, შემდეგ სამედიცინო დედის გამო ავირჩიე“, - ჰყვება ღოღობერიძე „ბაიასთან“.

სხვა სიახლეები