დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გაოცებულია ფაქტით, რომ ამერიკელი მეყველე, რომელიც მას დაუკავშირდა, უკვე ჩამოსულია და საქართველოში, ქართული ყველის სახეობების შესასწავლად, ორ თვეს დაყოფს.
"ამასაც მოვესწარი, ქართული ყველის შესასწალად ჩამოდიან. ამერიკელი დოკუმენტალისტების ჩამოსვლის წინ, ეს როგორ მიხარია, ხომ ხვდებით?" - წერს ანა ფეისბუქზე და "მთაგავს". ბუნებრივია, არ დავახანე და დავუკავშირდი.
როგორც ანა "პრაიმტაიმთან" ამბობს, თრევერ ვორმედალმა მის შესახებ, BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან და სტატიებიდან შეიტყო.
ამერიკელმა მეყველემ ქართული ყველის შესწავლის სურვილი გამოთქვა, სახეობებით აღფრთოვანდა, აიღო ბილეთი და უკვე გუდის ყველიც დააგემოვნა.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: - ქართულ ყველზე წაკითხული აქვს საერთაშორისო მიმოხილვები, მათ შორის, ტეილორის სტატია. ფილმები ჰქონია ნანახი. ჩამოსვლის სურვილი რომ გამოთქვა, ვიფიქრე, ერთი კვირით ჩამოვა, დაათვალიერებს აქაურობას და წავა-მეთქი. მაგრამ შევცდი. თრევერს გადაწყვეტილი აქვს შეისწავლოს ქართული ყველი, გვასწავლოს ამერიკული და მსოფლიო ყველის ტექნოლოგია. სურს იმუშაოს ვალანტიორად.
პირველად ხდება, რომ ადამიანი ჩამოდის, ასწავლის და თვითონაც ინტერესდება ქართული ყველით. მსგავსი ფაქტი მე არ მახსენდება. აქამდე არავის არ გამოუთქვამს ქართული ყველის შესწავლის სურვილი. ყველა აქეთ გვასწავლის და ქართული ყველის შესწავლის ფაქტი, მართლა პირველი შემთხვევაა. ბუნებრივია, ეს ძალიან მახარებს.
წუხელ ჩამოფრინდა და დღეს შემხვდა, ყველის სახლში წავიყვანე.
ანა გეგმას გვიმხელს: ამერიკელი კოლეგის წაყვანას წალკაში, თუშეთში, სვანეთში აპირებს.
"გაგიჟებულია ტენილ ყველზე და თუშურ გუდაზე. დღეს დააგემოვნა. მე თუ მკითხავთ, ტენილი ყველის აღფრთოვანებას ჩამოჰყვა საქართველოში. ფრანგებმა ტენილზე ცხვირი ისე ამიბზუეს, ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი.
ზოგან მე გავყვები სტუმარს, ზოგან ჩემი შვილი, მარტოც გაემგზავრება. იმუშავებს, ასწავლის, ისწავლის. ამბობს, საჭმელი მაჭამონ და ხის ძირშიც დავიძინებ, პრობლემა არ მაქვსო. შემდგარი, ნიჭიერი, არაჩვეულებრივი გარეგნობის კაცია.
საქმე ისაა, რომ მან კარგად იცის ყველი. ამერიკაშიც მასწავლებელია.