ამბავი, რომელსაც წაიკითხავთ, მატარებელში მოხდა - რას იხსენებს მგზავრი

ბიძინა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ნაკაშიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცნობ ისტორიას იხსენებს.

ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, 2013 წელს, მატარებელში მოხდა.

„არქივში აღმოვაჩინე სურათები, რომელიც 2013 წელსაა გადაღებული. გამახსენდა ერთი ლამაზი ისტორია ოთხი ტყუპის, რომელიც მატარებლით მგზავრობდა მშობლებთან და დეიდასთან ერთად. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ ღვთის სასწაული, რადგან, იმ დროს, იმავე ვაგონით, ბატონი ბიძინა ოჯახთან ერთად მგზავრობდა.

სურათები ბევრის მთქმელია, მე მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ამ ოთხ ტყუპს, ბატონმა ბიძინამ ყოველთვიური ხელფასის სახით 2 000 ლარი დაუნიშნა და ბავშვები ამ სიკეთით 18 წლამდე ისარგებლებენ. ბატონო ბიძინა, რამდენი სიკეთე გითესიათ და ქველმოქმედებას დღემდე აგრძელებთ. დაგლოცოთ უფალმა და მოგცეთ ძალა მოთმინების და კვლავაც სიკეთის კეთების. ძალიან დიდხანს იყავით ქართველთა იმედად“. - წერს ქეთი ნაკაშიძე.