Exclusive: როგორ მოხვდა ვალია ბებო სპორტის ლეგენდების ფილმში, რომელსაც შოტლანდიელები ქართველ ჰალკის უძღვნიან - „ლევანი, არის ევერესტი სპორტში, მე მაქვს ძველი ჩაქუჩი, რომელიც მას ითხოვს“

valia bebo

ქართველი მკლავჭიდელი - შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი, რამდენიმე დღეში, მომდევნო შერკინებისთვის ემზადება.

ლევანის მეტოქე მძიმე წონით კატეგორიაში, კანადელი დევონ ლარატი იქნება, რომელიც აღიარებულია, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელად და ამჟამად, ჩრდილოეთ ამერიკაში რეიტინგში, №1 მკლავჭიდელი. როგორც ირკვევა, ორთაბრძოლა, 25 ივნისს დუბაიში გაიმართება.

რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ლარატი ამბობს - „ლევანი, არის ევერესტი სპორტში,  მე მაქვს ძველი ჩაქუჩი, რომელიც მას ითხოვს და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ კანადაში, ეს ნივთი შევინარჩუნო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის.  ჩემი მისიაა -  საგინაშვილთან შეხვედრა. ლევან, გააგრძელე გაზარდა მეგობარო, რომ უფრო დიდი გახდე!“.

ქართველი ჰალკი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დუბაიში დაგეგმილი შეჯიბრი, ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ შოტლანდიელებმა, დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს:

​22 -ში დუბაიში მივდივარ შეჯიბრზე, 25 ივნისს დევონ ლარატთან მაქვს ორთაბრძოლა. სწორედ, ამ მატჩის თაობაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. პირველად, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ გადამიღეს, ერთ-ერთი ორთაბრძოლის წინ, მას მერე აღარ.

- როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლაა...

დუბაიში დაგეგმილი შეჯიბრება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ შოტლანდიელებმა, ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. ფილმში ჩემი ვარჯიში, ოჯახის კადრებია აღბეჭდილი.

გადამღები ჯგუფი, საოკუპაციო ხაზთანაც მყავდა წაყვანილი. ვალია (ვანიშვილი) ბებო მოვინახულეთ, რომელიც ხურვალეთში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლის უკანასკნელი მეციხოვნეა - იმ დათა პაპას მეუღლე, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა.

 

ოკუპანტების წინაშე მარტო დარჩენილ მოხუცს წუთითაც არ უფიქრია დათა პაპას დანაბარების დარღვევა. ცოტა შეშინებულები კი იყვნენ, მაგრამ კარგი კადრები გამოვიდა. რამდენიმე დღე იყვნენ, რაც შევძელით გადავიღეთ.

- რა სიახლეები გაქვს ჰოლივუდიდან?

2 თვეა, რაც ჩემი ფილმის გადაღება დასრულდა. პრემიერა 2023 წლის დასაწყისში იქნება. სხვა სიახლეები, ჯერჯერობით არ ყოფილა, ახალ შემოთავაზებას, სავარაუდოდ, ფილმის გამოსვლის შემდეგ ველოდები.

დევონ ლარატი vs ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდის ყველაზე დიდი მატჩი ა.წ. 25 ივნისს გაიმართება. მათი ბრძოლა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება ამ ჩემპიონატში.