იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
1779950845
„მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით არტერიული ჰიპერტენზიით (მაღალი წნევით) გამოწვეული დაავადებები კვლავ წამყვან პოზიციას იკავებს. თუმცა, შესაბამისი მედიკამენტებს შექმნან სტატისტიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა",- ამ საკითხზე დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია „დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში საუბრობს.
„ორგანიზმში არსებობს ორი ძირითადი სისტემა, რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს. პირველი ეს არის ჰორმონალური კასკადის სისტემა, ხოლო მეორე სიმპათიკური ნერვული სისტემა. ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს ნორეპინეფრინს (ნორადრენალინს), რომელიც ზრდის გულისცემის სიხშირეს და, შესაბამისად, მაღლა წევს წნევას“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური კვლევები 1998 წლიდან დაიწყო, რამაც მეცნიერებს არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ახალი სამკურნალო გზების პოვნის შესაძლებლობა მისცა:
„დღეისათვის არსებული წნევის დამწევი მედიკამენტების კლასი სწორედ ამ ორი სისტემიდან მინიმუმ ერთ-ერთზე მიზანმიმართული მოქმედებით გამოირჩევა“,- ამბობს ზაზა თელია.