„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი სააკაშვილზე: მაოხრებელი გზირი! ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

დიმიტრი ბიძინაშვილი

26 მაისის აქციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და მელია-გვარამიას გუნდს შორის ახალი ურთიერთბრალდებები ისმის. გვარამიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ყოფილ პრეზიდენტს მაოხრებელი გზირი უწოდა.

დიმიტრი ბიძინაშვილის ეს განცხადება სააკაშვილის ბრალდებას მოჰყვა, რომელმაც ნიკა მელია აქციის მიზანმიმართულ დაშლაში დაადანაშაულა. ექსპრეზიდენტის მტკიცებით, მელიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქცია დაშალა, პროტესტი შეაჩერა და ხალხი არჩევნებზე გადართო, რასაც ბიძინაშვილი სიცრუეს უწოდებს, სააკაშვილს საკუთარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ოპოზიციის ერთობის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

"მაოხრებელი გზირი!

კაი გავიხსენოთ ამ აქციის ამბავი და თუ მასე არ იყო, იმ დილას ვინც გავათენეთ იმათმა დამიწერონ რომ ვიტყუები. თუ არადა ამ რაღაცას იქ გადეცით რახან ციხეშია, არ ნიშნავს იმას პასუხს არავინ გასცემს !
დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო

მზად "მიშას დასახსნელად"

თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი ვიყავით შეკრებილი. იყო გამოსვლები და ა.შ, როგორც ხდება ხოლმე დიდ შეკრებებზე. ბოლოსკენ ნიკა მელიამ სცენიდან გამოაცხადა, რომ თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ, იქვე 500 მეტრში უნდა დავძრულიყავით და დილამდე უნდა გავჩერებულიყავით, და დილას პრემიერი რომ მოვიდოდა, ან ამ ხალხის მასის გავლა მოუწევდა ძალის გამოყენებით, ან იქ ვერ შევიდოდა.

წავედით კანცელარიისკენ, მაგრამ არა იმდენი რამდენიც თავისუფლების მოედანზე ვიდექით ბევრმა სახლისკენ წასვლა და დასვენება გადაწყვიტა. ასე თუ ისე რამდენიმე ათასი კაცი იყო იმ დროს კანცელარიასთან მაგრამ რამდენიმე საათში ეს რიცხვი გახდა სადღაც 100-300 კაცი, დაახლოებით ამდენმა გავათენეთ ღამე კანცელარიასთან.

მერე ვინც სახეს იხოკავდა პოლიტიკოსები, იქიდანაც ერთი-ორიკაცი იყო ადგილზე დანარჩენები თბილად სახლში ისხდნენ და ისვენებდნენ. (ამის გახსენებაც შეიძლება ვინ იყო იქ მთელი ღამე და ვინ სახლში წამოწოლილი)

ახლა 100-300 კაცის გაწმენდა რომ არ გაუჭირდებოდა "ივანიშვილის მილიციას" ეგეც არ გაგიკვირდებათ. ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა. ხო და სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, მაგ ხელს დახედეთ რამეში ამოსვრილი არ იყოს.
ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა "მელიამ აქცია დაშალა" ვისაც მთელი ღამე თბილად და მშვიდ ეძინა. მერე როგორც ხდება სუსის ხელშეწყობით ეს აზრი გააჯინეს კარგად და ვისაც თავის აზრი არ გააჩნია აიტაცა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ჰყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ

მოკლედ, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამს," - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი დიმიტრი ბიძინაშვილი.