ამ პროდუქტის მიღება ქალის ონკოლოგიურ რისკებს ზრდის - მარი მალაზონიას გაფრთხილება

მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს იმ სხვადასხვა პროდუქტის შესახებ, რომლებიც ონკოლოგიის განვითარების რისკს ზრდის:

„წითელი ხორცი პირდაპირ არ არის ცნობილი დამნაშავედ, რომ ის ონკოლოგიას იწვევს. იგი ჯერჯერობით შესაძლო მიზეზად მეორე ჯგუფის A კატეგორიაში რჩება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მას მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. თუმცა, განსაკუთრებული რისკის ფაქტორად ე.წ. პროცესირებული ანუ დამუშავებული ხორცი იქცა. ესენია: შებოლილი, შემწვარი, დაშაშხული, კონსერვირებული და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების უკიდურესი გადამუშავების პროცესში წითელ ხორცს უამრავი დანამატი და სხვა კომპონენტი ემატება, რომლებიც ამ პროდუქტებში არსებული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. ეს პროდუქტები პირველ ჯგუფში განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ბრალეულობა დადასტურებულია. დღეს უკვე ვიცით, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს პროცესირებულ წითელ ხორცს ანუ უკიდურესად დამუშავებულ წითელ ხორცსა და ონკოლოგიურ რისკს შორის. ქალების შემთხვევაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს".