„მოვიგე“ - თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა

თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„მოვიგე“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ვარშავიდან დაჯილდოების კადრებს აზიარებს.

მანამდე, თამუნა მუსერიძემ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ პირველი ქართველია, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოზეა წარდგენილი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ნომინაციაზე 220-ზე მეტი განაცხადი იყო შესული და მათგან მხოლოდ 40 მიიღეს.

ნახეთ, ვიდეო: