ამ ნიშნებით დემენციას ადრეულ ეტაპზე ამოიცნობთ - ზაზა თელიას რჩევა

ზაზა თელია

რომელი ნიშნებით შეგვიძლია, დემენციქ ადრეულ ეტაპზე  აღმოვაჩინოთ - ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"ვრცლად საუბრობს:

"დემენციის ადრეული ნიშნები  და სიმპტომები:

მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.

ორიენტაციის დარღვევა - ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა. ​

კომუნიკაციის სირთულე - როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია. ​

რთული ამოცანების შესრულების გაძნელება - მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება. ​ფსიქოლოგიური ცვლილებები - კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება",- ამბობს ზაზა თელია.