„ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია...“ - მამა შალვა კეკელია იუბილარია

მამა შალვა

„ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია „ინსტაგრამში“ წერს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დღეს იუბილარია. როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ საზოგადოება აძლევს ძალას, რომ „უკან არასოდეს დაიხიოს და ღვთის წიაღში მთელი არსებით იმსახუროს“

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის, თქვენ მაძლევთ ძალას და უდიდეს შემართებას, რომ ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს

ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის.
ძალიან რთულია, იყო ქრისტეს მღვდელი… ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია და ღვთის წიაღში მთელი არსებით მემსახურა.
გაუფრთხილდით ყველა წუთს და წამს …განსაკუთრებით ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი… გაუფრთხილდით ერთმანეთს… სიყვარულით სავსე გულში, მხოლოდ ღმერთი მკვიდრობს“ – წერს მამა შალვა კეკელია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by მამა შალვა (@mamashalva)