ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წმინდა მამა გაბრიელის შესახებ აქამდე უცნობ ისტორიას იხსენებს.
არქიმანდრიტის თქმით, ბერი გაბრიელი ფიქრობდა, რომ ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია.
„რას ნიშნავს „ლოცვა ცოდვად შეერაცხა"? ერთხელ მამა გაბრიელმა თვითონ დაუსვა შეკითხვა მრევლს: „მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?“- ალბათ არასწორად ილოცაო, - უპასუხეს.
- არა, სწორად ილოცა, - თქვა ბერმა.
- ალბათ გულით არ ილოცაო...
- არა, გულით ილოცა.
- ალბათ ლოცვის დროს გონება გაურბოდაო...- მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არ გქონდეთ!სთხოვეს, თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.ამ დროს მასთან შემოვიდა ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება.
მან უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია, - იტყოდა ხოლმე ბერი გაბრიელი (ურგებაძე)“, - წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.