პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილ შოთიკო ბოჭორიძე უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილეს. მისი მეგობარი, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს შენი სხეული მიაბარეს მიწას. 31 დეკემბერია ახალი წელი მოდის და შენ მიწაში ხვდები.... (8 იანვარს ხომ 25 წლის გახდებოდი.... ) ახალი წლის ღამეს ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გვჯერა, რომ მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება. მე შევძელი ბოლო ღამე გაგითენე და უკანასკნელ გზაზე გაგაცილე...
როგორი გაუსაძლისი ხარ, როგორი მწარე და აუწერელი. დაუჯერებელია შენი არყოფნა. გული და სული თან წაიღე, რატომ შენ? რატომ წადი იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან, ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.
ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი.... ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული. ემიგრანტი დედის ცხოვრებას შენი სახელი ჰქვია, შენ იქეცი ქეთინოს ცხოვრების სათაურად შოთი.
ჩვენო შოთი შენ ჩვენთან არ ხარ, მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის იქნები, შენი დაკარგვიდან გამოწვეულ ტკივილს ვერავინ დაგვავიწყებს, ყველაზე თბილი ტკბილი და გემრიელი იყავი, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა და ყველაზე მეტად გვენატრება“ - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.