პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილ შოთიკო ბოჭორიძის დედა ემიგრაციიდან უკვე დაბრუნდა. ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ჩაეხუტა გაყინულ შვილს ემიგრანტი დედა უკვე... სტამბოლიდან ქეთინო ბოჭორიძე ჩამოვიდა... ძალიან რთულია, სიტყვებით ვერ აგიწერთ, როგორი სიმწარე და საშინელებაა ეს... ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი... ემიგრანტებს უკვირს, ხომ უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ უნდა მიგიღოს მიწამ...
ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი, თითქოს მხოლოდ 24 წელი არ იცხოვრა ამქვეყნად... თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა... ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა... თავთან დედა იჯდა, მზის ჩაქრობის ამბავი ჯერაც არ ჰქონდა გათვითცნობიერებული...
როგორი ემიგრანტი დედა ჰყოლია მზეს, "ჩუმი" დარდის "ჩუმად" მატარებელი... ემიგრანტმა დედამ ცივ პირზე როგორ დაგხედა, როგორ ჩაგაწვინეს მუხისფერ სასახლეში და გადაგაფარეს ცივი მანტია...
ტუჩებში ფერმკრთალად დაგიკარგავს შინდის ფერი, ასე რომ გაგყინა ეს უცოდველი. თელავში კუბო ცისკენ მიჰქონდა ყვავილების მდინარეს... ღმერთს ხომ მასთან კარგები უნდა!“ - წერს შოთო სუხარულიძე.