ახალგაზრდა კაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გურგენი

ახალგაზრდა კაცს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„7 თვეა, რაც გურგენს დაუდგინდა სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე მცირე მენჯში, მარცხენა მენჯის ძვალში და ღვიძლში. ჩაუტარდა მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის 5 კურსი, სხივური თერაპიის 15 კურსი, ამის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს და ისევ ზრდაში მიდის. მეტასტაზები განუვითარდა მარცხენა თირკმელში და მალებში. გრძელდება ქიმიოთერაპია.

ვართ სოციალურად დაუცველი, ვცხოვრობთ ქირით. ყოველგვარი სახსრები ამოგვეწურა ოჯახს, გთხოვთ დაგვეხმაროთ.

თიბისი ბანკი: GE29TB7648545068100048

კრედო ბანკი: GE11CD0360000030857518

მიმღები: გიული კახაძე", - ნათქვამია ფეისბუკპოსტში.