პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არაფერია იმაზე სასიამოვნო საყურებელი, წირვაზე ბავშვები რომ ეზიარებიან. რვა წლამდე ბავშვს უაღსარებოდ შეუძლია ეზიაროს. თუმცა თუ ბავშვი ცხრა და ათი წლის ასაკშიც არ არის ამისთვის მზად, მოძღვართან აღსარების თქმას ვერ დავაძლებთ. მას ამის გაკეთება თავად უნდა მოუნდეს. შინაგანად მზად უნდა იყოს.
ბავშვი და აღსარება - ამ საინტერესო საკითხზე საპატრიარქოს არხზე, წლების წინ, მამა თეიმურაზ ქორიძემ შემდეგი რამ თქვა.
მამა თეიმურაზ ქორიძე: მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის დგას ქრისტე. ფიზიკურად ჩვენ მივდივართ მოძღვართან, მაგრამ მივდივართ ქრისტეს მადლმოსილების მისაღებად. მოძღვრისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელია, როდესაც ისმენს გულწრფელ აღსარებას. შეიძლება ცოდვა დამალო მოძღვრისგან, მაგრამ ქრისტეს ვერ დაემალები. ეს იქნება საკუთარი თავის მოტყუება და ქრისტეს საიდუმლოს შეურაცხყოფა.
რაც შეეხება ბავშვის აღსარებას, ეს არ უნდა იყოს ძალდატანებით და მშობლის პირადი განცდებით. ბავშვებს აქვთ საკუთარი განცდები ღმერთის წინაშე და მშობლებს კიდევ - საკუთარი. კარგია, სიყრმიდანვე მიჰყავდეს ბავშვი მშობელს დედაეკლესიაში და აზიარებდეს.
აღსარების ასაკი ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული. რაღაცნაირად თავად მიხვდება ღმერთთან ურთიერთობის რაობას. როცა თავისთავადი განცდა იშვება მის გულში და დაიწყებს ფიქრს ღმერთზე, შეიძლება მივიყვანოთ მოძღვართან, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მივიყვანოთ ჩვენეული განცდებით: მიდი და უთხარი, როგორ აბრაზებ მშობლებს და ასე შემდეგ. ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი დაბრკოლების მიზეზი. ის მოძღვართან აღიარებს იმას, რასაც ვერ გრძნობს. აღიარებს დანაშაულს, რომელსაც თვითონ ვერ განიცდის ღმერთთან ურთიერთობაში.
თუ ვერ შეიგრძნობს ღმერთს, ვერ დაიწყებს ღმერთთან ურთიერთობას. ამიტომ შვილებს ღმერთთან ურთიერთობა უნდა ვასწავლოთ და არა ცოდვების ძახილი. რადგან გავა კონკრეტული პერიოდი, ის გაიზრდება და არ ეცოდინება ღმერთთან ურთიერთობა. შეიძლება იცოდეს, რომ ცუდია ამპარტავნება, მაგრამ რატომ არის ცუდი, ეს არ ეცოდინება. ეს დაემგვანება იმ უფესვო ხის დარგვას, რომელიც ვერ გაიხარებს.
ბავშვს, რომელიც მოდის აღსარებაზე ვუსვამ კითხვას, ვინ არის შენთვის ღმერთი? ისეთ პასუხს გცემენ, დიდი რომ ვერ გაგცემს. ბავშვი ამბობს მარტივ ჭეშმარიტებას - ღმერთი არის მამა, მეგობარი, ყოვლისმცოდნეო. ამიტომ ღმერთთან საკუთარი გულწრფელობით უნდა მიდიოდეს ბავშვი და იწყებდეს ურთიერთობას და არა ჩვენი დავალებებით. ჩვენ სხვა ფიქრები და განცდები გვაქვს ღვთის წინაშე, მათ - სრულიად სხვა. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება. არ შეიძლება ბავშვს ღმერთთან ურთიერთობაში თავისუფლება შემოვუსაზღვროთ. როცა ვეუბნებით, ეს თქვი, ის თქვიო, მას ვუსაზღვრავთ თავისუფლებას ღმერთთან ურთიერთობაში. მათ საკუთარი ჩვილი გულით უნდა შეძლონ ღმერთთან ურთიერთობის დაწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან
"ვუბარებ ჩიტუნას..." - რა ანდერძი დაუტოვა მეუღლეს მამა თეიმურაზმა