1728156496
„მე ვნახე, როგორ გაჭირვებაში უცხოვრია უდიდეს ადამიანს, რომელსაც მთელი გულით სულ უნდოდა, სხვებს დახმარებოდა“ - მამა თეიმურაზის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
მამა თეიმურაზის ოჯახს, რომელსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს, საზოგადოების მდარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალ OK-ს მთავარი რედაქტორი, ნინო ჯიბლაძე წერს და მედიას თანადგომისკენ მოუწოდებს:
„სააგენტოებს, საინფორმაციო პორტალებს და ჩემს ძვირფას მეგობრებს გთხოვთ გაავრცელოთ ჩემი თხოვნა.
დარწმუნებული ვარ გამოგვივა ეს ერთი პატარა, მაგრამ შინაარსით ძალიან დიდი სიკეთის ამბავი. მე ვნახე როგორ გაჭირვებაშიც უცხოვრია უდიდეს ადამიანს, მამა თეიმურაზს, რომელსაც მთელი გულით სულ უნდოდა სხვებს დახმარებოდა.
გალფის საშობაო პროგრამისთვის წლები გვეხმარებოდა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების მოძიებაში და უნდა გენახათ რა სიხარულით არიგებდა მოწყალებას.
წარმოიდგინეთ არაფერი გააჩნდა თავად, სამი ანგელოზივით ოჯახის წევრისა, რომლებსაც დღეს დღეობით ისეთი საცხოვრებელი პირობები აქვთ, სადაც გაჩერება ძალიან რთულია მერწმუნეთ.
ყველას გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანეთ მამა თეიმურაზის ამბავი, დავეხმაროთ მის ოჯახს რომ ჩვენი შეგროვილი თანხით, იყიდონ ბინა, სადაც მისი ოჯახი – მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იცხოვრებს ნორმალურ პირობებში.“ – წერს ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
თანხა შეგიძლიათ ჩემთან ჩარიცხოთ:
ნინო ჯიბლაძე
#GE21TB7816645066300003
სააგენტოებს, საინფორმაციო პორტალებს და ჩემს ძვირფას მეგობრებს გთხოვთ გაავრცელოთ ჩემი თხოვნა ♥️ დარწმუნებული ვარ…