პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ჩაცმულობა განხილვის თემა გახდა.
სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს.
სხდომის მიმდინარეობისას მან რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება შალვა ხაჭაპურიძის ჩაცმულობაზე.
„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, - მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.
- ქალბატონო ნინო, თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ. კითხვები არ უნდა დასვათ. შენიშვნა მისცა მოსამართლემ ნადირაძეს.
„ვიდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ დღეს ისე გამოწყობილი არ არის... მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში. მინდა გავაკოტრო. მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო. ჩვენ, რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ. გვაქვს ეს პეწი“, - თქვა ნადირაძემ.
საზოგადოების მხოლოდ ნაწილმა თუ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შვილი, ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძეა.
ლიკუნამ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას მამის ჩაცმულობაზე ისაუბრა და თქვა:
„ძალიან სიმპათიურია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ადრე ასე არ იცვამდა. თავისით გადაწყვიტა შეეცვალა სტილი, თმა, წვერი, ჩაცმულობა. ძალიან მომწონს და სულ ვეუბნები - ყოჩაღ მამა“.