VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და იქვე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
თავის მოვლის საშუალებებისა და ჩაცმა-დახურვის მოყვარული ნუკი ხშირად იღებს ვიდეოებს სხვადასხვა ნიღბით, კოსმეტიკური საშუალებით თუ სხვადასხვა ლუქით, და ასევე ყოველთვის გამორჩეულად ჩაცმული დადის ნიუ-იორკის ქუჩებში.
მისმა მეუღლემ ბენჯი ჩეიმმა ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს გადაიღო ვიდეო - რა აცვია ჩემს ცოლს, როცა ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად მიდის. ვიდეოს ტიკ-ტოკზე დიდი მოწონება ხვდა წილად და 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ამ დროისთვის. კომენტარებში კი ბევრი წერს, რომ ნუკის მართლაც გამორჩეული სტილი აქვს და ზოგიერთები ნიუ-იორკის ახალი კერი ბრედშოუდაც მოიხსენიებენ.
@benjiashvili Another day, another slay
♬ Love You So - The King Khan & BBQ Show