VIDEO: მე და შალვა ვეჯიბრებით ჩაცმაში, ვნახოთ, აბა, ვინ აჯობებს - დიალოგი ნინო ნადირაძესა და ადვოკატს შორის

sasamartlo

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე კითხვებს პასუხობს.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

„ვივამედის“ დირექტორმა სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. ისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარებზე. ასევე მედპერონალის მიმართ.

„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, - მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

- ქალბატონო ნინო, თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ. კითხვები არ უნდა დასვათ. შენიშვნა მისცა მოსამართლემ ნადირაძეს.

  • ვიდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ დღეს ისე გამოწყობილი არ არის... მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში. მინდა გავაკოტრო. მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო. ჩვენ, რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ. გვაქვს ეს პეწი“,-თქვა ნადირაძემ.
  •