დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებას აზიარებს.
„ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება. ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები – კაცებად!.. ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე! ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი კაცებისთვის – შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის – შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე – ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. გაბრიელი აღდგება. ტაძრები ხილული სახით მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გაცილების მიზნით. ცისა და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში... ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი, ერთ თვეს ეყოფათ, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება...”
წმინდა ბერი გაბრიელი