წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
დამოუკიდებელი ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე „პრაიმტაიმს“ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის აქამდე უცნობ დეტალებს უყვება, რომელიც მას ადგილობრივებმა უამბეს.
მიქატაძე ამბობს, რომ ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში 20 ივნისის ღამეს 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე პირი დაჭრა ადგილობრივების მხრიდან ბულინგის და ჩაგვრის ობიექტი იყო.
მისივე თქმით, ვიდრე ნოდარ ათუაშვილი ახალგაზრდა ბიჭებს გაიმეტებდა სასიკვდილოდ, მან რამდენჯერმე ყოფილი ცოლის საცხოვრებელი კორპუსისკენ ისროლა.
„დამიკავშირდნენ ადგილობრივები, მომიყვნენ, რომ ჩაგვრას, ბულინგს, აგდებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს არ იყო ერთი-ორი ღამის უთანხმოების ამბავი, აბუჩად იგდებდნენ. ათუაშვილი დანებს აკეთებდა და ბაზარში ყიდდა, წინა დღეებში სიგარეტი მოუთხოვიათ მისთვის, მას უთქვამს რომ არ ჰქონდა. რაზედაც ასე მიუძახებიათ „რაო სიგარეტის ფულიც არ გაქვს შე, ჩმოროო?“ რა თქმა უნდა, პრეტენზია ექნებოდა მეომარ კაცს ამაზე, ენერგეტიკული სასმელი შეუსხამთ სახეში... “, - გვიყვება ზაირა მიქატაძე.