დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი მამუკა ოთიაშვილი 20 იანვრის ღამეს პირველად იხსენებს.
„საზარელი ამბავი იყო, საშინელება ხდებოდა, ყველასთვის უჩვეულო. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა დაჭრილების შესახებ და ის ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა, რომ ვინმესთვის სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ეს იყო ძალიან შემზარავი ჩემთვის პირადად...
მე ოპერაციაზე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, დაუყოვნებლივ მოხდა ჩემი დაბრუნება საგარეჯოში დაბრუნება. თბილისიდან ექიმების გუნდი ჩამოვიყვანე, ძალიან მალე მოხდა ეს. მთელი კლინიკის პერსონალი იყო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ასეთი ამბავი იყო, არც ერთი წამი არ გაგვიაზრებია, რომ ჩვენ აქ არ უნდა ჩამოვსულიყავით...
რაც ვიხილე ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო მოსახლეობის მხრიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალის მხრიდან, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით...“, - ამბობს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
ინტერვიუ სრულად ნახეთ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტში ⇓