90-იანი წლების პრინცი: უნიკალური კადრები კალათბურთელის ცხოვრებიდან

დუდუ დადიანი

დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, „ვითას“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 – გულში. 

ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

ბევრმა არ იცის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი: „დუდუ, რექ­ვი­ე­მი კა­ლათ­ბურ­თელ­ზე“