პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოეტი ოთარ რურუა მსახიობ ლევან აბაშიძეს ლექსს უძღვნის.
ლევანი 1992 წლის 7 სექტემბერს, 29 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.
დედა, მანანა ხიდაშელი მოგვიანებით იგონებდა: "საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... „იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო?“ - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე."
ლევან აბაშიძის მოსაგონრად
როს ვიდექი შენს საფლავთან, ლევან,
მიმშვენებდა გვერდს პატარა ქალი.
ახლა ვწურავ ფეხით ყურძნის მტევანს,
მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი.
გულზე ქრისტეს რომ გესვენა ხატი -
თავგანწირვას ნატრობდაო, მითხრეს,
იქნებ ერთ დღეს განგვიქარდეს დარდი,
ღმერთმა ქნას, რომ მეც მოვესწრო იმ დღეს,
როცა ერი მის სოხუმში შევა
და იმღერებს „ვარადას“ ან „ლილეს“...
გამარჯვებას იზეიმებს, ლევან,
დააფასებს მისთვის გარდაცვლილებს!!!
ოთარ რურუა