8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში?! - დომენიკ მანგო

მანგო-გოგიტიძე

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო მომღერალ მეგი გოგიტიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.

„Megi Gogitidze / Меги Гогитидзе შენ მაჩანჩალა ქალო, მოსკოვებში რომ მიდიხარ, უკან ვის იტოვებ, რატომ არ დაფიქრებულხარ? 8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში, რომელთა შვილებიც კონდახებით და ხერხემლის მალებზე ხტუნვით აწამეს რუსებმა? შენ მაჩანჩალა ქალო, რად გიღირს ეგ ფული, რომ შენი სამშობლოს ღირსებას ფეხით თელავ გლოვის დღემდე ორი დღით ადრე? რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი მას?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ. კარგიც არის, ყველა მედროვე თუ გადასახლდება იქ - ნაკლები ლაჩარი დაგვრჩება აქ!“, - წერს აქტივისტი.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს, მომღერალი საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. მძაფრი რეაქციის შემდეგ გოგიტიძემ ორი მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ საკუთარ იდეას ბოლომდე მიიყვანს, ხოლო მასთან ბრძოლა მარტივი არ არის.