პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლუბმა Sector 26-მა 24 ივლისს დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგიტიძეს გაუქმდა! ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ! მადლობა“, - წერია კლუბის განცხადებაში.
„პრაიმტაიმი“ Sector 26 -ის ერთ-ერთ მეწილეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ 24 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მიზეზი, მეგი გოგიტიძის გადაწყვეტილება გახდა.
შეგახსენებთ, მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსებულია გოგიტიძის ოფიციალურ ვებგვერდზეც.