VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსებულია გოგიტიძის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
ვიდეოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება მოჰყვა.
„პრაიმტაიმი“ მეგი გოგიტიძეს დაუკავშირდა. დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მომღერალმა ასე უპასუხა:
„და სად გამოიწვია აჟიოტაჟი? იცით რა არის? მე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს და ჟურნალისტს ვუპასუხე ამასთან დაკავშირებით და ყველა ინფორმაცია დაიდება. ნაღდად არ მინდა ამაზე ლაპარაკი.“ - განაცხადა მეგი გოგიტიძემ.