2 წლის ლაზარეს დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ლაზარე

პატარა ლაზარეს დედა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა და ოპერაცია გაუკეთდა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მადლობას უხდის და ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

„როცა ლაზუს ოპერაცია უკეთდებოდა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და მეჩვენებოდა რომ ძალა აღარ მქონდა გზის გასაგრძელებლად, მაგრად ჩავკიდე ხელი საკუთარ თავს და ვუთხარი: უარესიც გამოგივლია ლიკა, ყველა ტკივილი დიდი გაკვეთილია, ეს დარდი ჩაივლის და შენ იქნები უფრო ძლიერი, უფრო კარგი და უფრო ბედნიერი, აუცილებლად იქნები, შენ პატარა გმირ ლაზარესთან ერთად.
ჩემო კეთილო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო ნათესავებო ძალიან ცუდად ვიყავი ძალა გამოცლილი და უენერგიო ყველას ვერ გპასუხობდით ზარებზე , სმსებზე ბოდიშს გიხდით ყველას უკლებლივ, ვიცი როგორ ელოდებოდით ოპერაციის დასრულებას და ყველას ერთად გპასუხობთ.

ღმერთის წყალობით, ჩვენმა ძალიან მაგარმა და დედიკოს გმირმა ბიჭუნამ ლაზარემ ვაჟკაცურად გაართვა თავი ურთულესს ოპერაციას და ოპერაციამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა! ჩემი პაწაწუნა თავს კარგად გრძნობს ყოველ დღე უკეთესად ვართ.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეული თეთრისთვის, ლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის თქვენმა თანადგომამ და დიდიმა სიყვარულმა გადამირჩინა ჩემი პაწაწუნა ბიჭი. 
არაფერზე აღარ მწყდება გული, ჩემი ლაზუ კარგადაა. მთავარია ცხოვრება გავაგრძელო, ისევ გავიღიმო,
ვირწმუნო უკეთესი დღეების ყველაფერი კარგად იქნება, იმაზე კარგად, ვიდრე ვიმედოვნებ, მთავარია წარსულს ხელი გავუშვა გზა გავაგრძელო ჩემ პატარა ოჯახთან ერთად... რწმენა იმისა, რომ გულით ნანატრი სურვილი აუცილებლად აგისრულდება მე.მჯერა...“ წერს ლაზარეს დედა.

ასევე ნახეთ:

„არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს..“ - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

დაპატიმრებულია ქალი, რომელმაც ოჯახისგან მალულად გააჩინა ბიჭი და თოვლში ცოცხლად დამარხა - ბავშვი მამამთილმა სასწაულებრივად გადაარჩინა