დაპატიმრებულია ქალი, რომელმაც ოჯახისგან მალულად გააჩინა ბიჭი და თოვლში ცოცხლად დამარხა - ბავშვი მამამთილმა სასწაულებრივად გადაარჩინა

ახალშობილი

სვერდლოვსკის ოლქის სოფელ სვობოდნიში გოგონამ ვაჟი გააჩინა აბაზანაში და დამარხა თოვლში. საბედნიეროდ, ბიჭი გადარჩა. ბავშვი რეანიმაციაში გადაიყვანეს, ექიმებმა მას ტვინის დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვეს.

„სოფელ სვობოდნის მკვიდრი 20 დეკემბერს დილით ფარულად მივიდა მამამთილის აგარაკზე, ჩაიკეტა აბაზანაში და იქ გააჩინა შვილი”, - წერს Ren-TV წყაროზე დაყრდნობით.

თუმცა მამაკაცი მოულოდნელად მივიდა აგარაკზე და დაინახა თავისი რძალი ბავშვით ხელში. ქალს ზეწარი მისცა და მეზობელთან წავიდა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ როცა დაბრუნდნენ, ახალშობილი უკვე დამარხული დახვდა.

მამაკაცებმა ახალშობილი ნიჩბით ამოთხარეს და სასწრაფო გამოიძახეს. დედაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც Ura.ru იუწყება, გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 1996 წელს დაბადებული გოგონას წინააღმდეგ, მუხლით „ახალშობილის მკვლელობის მცდელობა“ და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.

შსს-ს რეგიონული შტაბის ინფორმაციით, დედამ ქმარს უთხრა, რომ თითქოს ზურგი სტკიოდა და კლინიკაში წასვლა სჭირდებოდა. სინამდვილეში, იგი მამამთილის აგარაკზე წავიდა და მშობიარობის დროს ბევრი სისხლი დაკარგა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გოგონამ შვილის დამარხვა გადაწყვიტა, რადგან ქმარს მესამე შვილი არ სურდა. უფრო მეტიც, არავინ იცოდა ახალი ორსულობის შესახებ. თავად ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

 

ასევე ნახეთ:

რუსეთმა პირველი ელექტრომანქანის პროტოტიპი წარადგინა - კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს მოდელი „ტესლას მოკლავს“

The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია

„აიღეთ ორი სანთელი, მწვანე, ან მოყვითალო ტონალობის...“ - რიტუალი, რომელიც ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე სრულდება