ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
შოვში დატრიალებული ტრაგედია დღემდე ყველას ახსოვს. ტრაგედიიდან საზოგადოებას უამრავი სახე დაამახსოვრდა. ერთ-ერთი მათგანია გია დუდაშვილი, რომელმაც მეუღლე და სამი შვილი დაკარგა.
გია დუდაშვილის ახლობელი მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
„სოციალური ქსელით ათასობით ადამიანი ცდილობდა, ენუგეშებინა. ბევრი იმასაც დარდობდა, ოჯახის წევრებს რომ ყველას იპოვის და დაკრძალავს, მერე დადგება მისთვის ყველაზე მძიმე დღეებიო... გიას ჯერ ის მიზანი ჰქონდა, რომ ცოლ-შვილი მოეძებნა და ამოეცნო. 11 დღე გაგრძელდა ეს კოშმარი, ამასობაში კი დრო გადიოდა. ამის შემდეგ დაკრძალვაა საჭირო და ამაზე ფიქრსაც დრო და ძალა სჭირდება. საფიქრალი და საზრუნავი დაკრძალვის შემდეგაც ბევრია: ვინც გიყვარს, იმ ადამიანებს იმქვეყნადაც ხომ სჭირდებათ ზრუნვა?!
ჰოდა, გიამაც იზრუნა. ვერ გეტყვით, რა ძალით ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის თავს, ეს აუხსნელია, მაგრამ ის ცოცხალია და ის უნდა გააკეთოს, რასაც სიცოცხლე ადამიანს სთხოვს. არადა, მარტოა, მშობლებიც კი ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკრძალვაზე, დადუმებული და გაქვავებული იჯდა; მაგრამ ის წავიდა. და უნდა წასულიყო, ოჯახი ჰყავს“,- ამბობს ოჯახის ახლობელი. განაგრძეთ კითხვა...
ასევე ნახეთ:
რა უნდა წაუსვათ პლასტიკურ ბარათს ახალი წლის ღამეს, რომ ფინანსები მოიზიდოთ