„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
უახლეს ისტორიაში 17 მაისი ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პპაუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი.
„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს. 17 მაისი ჩვენს უახლეს ისტორიაში ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ.
დღევანდელ დღეს ნათლად ვხედავთ, თუ რას ვებრძვით, რისთვის ვიღწვით და რა გვსურს ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან. ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, – წერს პაპუაშვილი.