„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1781175999
14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ორგანიზატორების განცხადებით, მარათონის „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიებაა.
რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება, სტარტი კი 11:00 საათზეა.
მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.
სტუდენტური ფესტივალი 1 მაისს გაიხსნა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი და შეჯიბრი მოეწყო თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში.