მამა ნაუმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1783613074
გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
ბრალდებულებმა გიორგი კვარაცხელიას 11 წლის წინ, მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს. ის თავის არეში დაიჭრა და სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.