როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში

ამინდი

11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ახალციხეშიც წვიმააა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 იქნება. წვიმა იქნება ახალქალაქშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმიანი დღეა. დღისით +23 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზე იქნება. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.