პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარი ნანა მახარაძე, რომელსაც მთელი საქართველო 9 აპრილის დაუვიწყარი ფოტო კადრიდან იცნობს, თერთმეტწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოს დაუბრუნდა. ნანა ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"დილა მშვიდობისა საქართველო.
11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი...
უბრალოდ "ჩავაბარგე" მთელი იტალია - ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი... და სახლში დავბრუნდი...
ვერ გიპასუხებთ, რას ვგრძნობ... უბრალოდ შ ი ნ ვარ ...
ჩემ შვილთან, ჩემ ქვეყანაში.
ჩემ ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც "შინ" დასაბრუნებელი გზების გავლას, წლები ანდომებენ.
მადლობა, იტალია, შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული.
გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო!
P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია, ვიპოვი ჩემ ადგილს. თუმცა მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ" - წერს ნანა მახარაძე ფეისბუქზე.
1989 წლის 9 აპრილს იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული მებრძოლი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლების განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.
"ეს ფოტო ჩემთვისაც ისეთივე სიმბოლურია და სიმბოლოა იმ პერიოდის საქართველოსი, როგორც ნებისმიერი თქვენგანისათვის. ფოტოს გადაღების მომენტი საერთოდ არ მახსოვს. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში იური მეჩითოვმა თქვა, ფოტო 9 აპრილის დარბევიდან მეორე დღეს, ვაკეშია გადაღებული. რაღაც მომენტში დაუნახავს მომავალი მანქანა, რომლიდანაც მოჩანდა ლამაზი გოგონა დროშით ხელში, მოეწონა და ფირზე აღბეჭდა" - იტყვის მოგვიანებით ნანა.
შემდეგ იყო ემიგრაცია, სამშობლოში დატოვებული ქალიშვილის მუდმივი მონატრება... ხუთი წლის წინ, ნანამ იტალიელ მარკო სბრაჯიზე იქორწინა და დღემდე იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ არეცოში ცხოვრობდა...