დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცოტნე გამსახურდია, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს, ამჟამად რეაბილიტაციას საქართველოში, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის.
„ტვ პირველის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ დედა, მანანა არჩვაძე და მისი მხარდამჭერები წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრთან აქცია-პერდორმანსს „დაუბრუნეთ ცოტნე დედას“ მართავენ.
მანანა არჩვაძე და მისივე მხარდამჭერები თავდასხმებს აგრძელებენ სოციალურ ქსელშიც, ისინი აგრესიას გამოხატავენ მთავრობის წევრების მისამართით, მათ შორის თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მისამართითაც, რომელმაც ცოტნეს მსოფლიოში არსებული საუკეთესო ელექტრო ეტლი აჩუქა.
„ის ეტლი მოხმარდეს მას და იმაზე უარესი, რომ ეტლიც არ დასჭირდეს. ფორთხვით იაროს მიწაზე“, - ამბობს ცოტნე გამსახურდიას დედა ერთ-ერთ მიმართვაში.
როგორც რეაბილიტოლოგი ამბობს, მანანა არჩვაძე წყევლის ყველას.
თუ არქივს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ ცოტნეს ძმა, კონსტანტინე გამსახურდია დედისგან განსხვავებით მადლობელია თავდაცვის მინისტრის კეთილშობილებით.
„ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება. უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში" - წერდა კონსტანტინე გამსახურდია.