დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ილონ მასკის განცხადებას, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება და ამ განცხადებამ უნდა მისცეს კიდევ ერთი ბიძგი ამ საკითხის განხილვას და წერტილი უნდა დაუსვას იმ დამოკიდებულებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. აშშ-ის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა დღეს იქცა უმცირესობების მთავრობად, ევროპის ქვეყნებში უმცირესობების მთავრობები არიან. წლების განმავლობაში ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ ენჯეოები არიან სინამდვილეში საზოგადოება და ხალხი. ჩვენ თვალწინ ცდილობდნენ საზოგადოების ენჯეოებით ჩანაცვლებას, რომლებიც არავის მიერ არიან არჩეული და არავის წარმოადგენენ. 20-კაციანი „ისფედი“, 50-კაციანი „საია“ თუ, 30-კაციანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკუთარი თავისა და დონორის გარდა არავის წარმოადგენს ამ ქვეყანაში. ეს ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით. ამაზე საუბრობს ზუსტად ილონ მასკი, როცა ამბობს, რომ ენჯეოები მართავენ ევროპას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს ხმა ამერიკიდან გაისმა. უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, საბოლოოდ იქნა მხილებული. ვის წარმოადგენს „ისფედი“, „გამჭვირვალობა“ და ა.შ.? ესტონეთში რომ არიან დარეგისტრირებული და ესტონეთიდან ალაგებენ სქემებს შავი ფულის შემოტანის, ეს ყველაფერია ამის მხილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.