VIDEO: რას ჰყვება ქალი, რომელიც მეგობარმა კაცმა წებოვანი ლენტით დააბა და გაგუდვა სცადა“ - სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები

ძალადობა მეგობარ ქალზე

სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახლგაზრდა ქალის წამებითა და მისი დაყაჩაღებით დასრულდა. 26 წლის მამაკაცი მსხვერპლთან ნდობაში შევიდა, მასთან ნაქირავებ ბინაში რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, ბოლო ვიზიტისას კი მეგობარი ქალი წებოვანი ლენტით დააბა და სიკვდილით ემუქრებოდა.

წამება დიღმის რაიონში მდებარე ბინაში რამდენიმე საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალის სახლიდან ფული წაიღო, ბრალდებულმა თანხა დაზარალებულის ბარათებიდანაც მოხსნა და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა.

მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მამაკაცმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით - ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეს 5-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ:

„ცხედრების ძებნაში გატარებული ამ დღეების სიმძიმე, არავის ესმის, ისე, როგორც თქვენ“ - უმძიმესი კადრები შოვიდან და მოქალაქეების გზავნილი მაშველებს

"ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა..." - რამაზ დავლაძე

იყიდება მარიკუნა მიქატაძის სახლი თბილისში - დაათვალიერეთ ინტერიერი

,,გთხოვთ, იქნებ ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ..." - ნეაპოლში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

„ვიღაცა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ვერ და არ გამოუვა...“ - ლენუკა ყიფშიძე

„რა ლამაზი ხარ..." - თიკა ჯამბურია ახალ ფოტოებს აქვეყნებს