როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.  

ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია  34◦C,  36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  35◦C,  37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა  31◦C,  36◦C, მაღალმთაში  26◦C,  31◦C-მდე მოიმატებს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

ასევე ნახეთ:

12 500 აბონენტს გაზმომარაგება 11 საათით შეუწყდება

„ჭიის სამკურნალო მედიკამენტი ბევრად უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ენტერობიუსის წვრილი ჭიები“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი