1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე გამოძიება გრძელდება - იძებნება სამი მსჯავრდადებული. შემთხვევას გენერალური ინსპექცია იძიებს. კლინიკასთან, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე ტარდებოდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ბადრაგის მანქანა.
"ავერსის" კლინიკის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა კინოლოგებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძაღლებმა გაქცეული პატიმრების კვალი უკვე აიღეს, რადგან სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით, დამატებითი ტერიტორია შემოსაზღვრეს.
კინოლოგების გარდა, ადგილზე მთელი ღამე მუშაობენ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და ექსპერტ კრიმინალისტები. სამართალდამცველები მედიასთან მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. მათ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს პენიტენციური სამსახურის სპეციალური ავტომანქანა, რომლითაც სავარაუდოდ, კლინიკაში პატიმრები გადაიყვანეს. მიმდინარეობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა, მიმდებარე ტერიტორიის ფოტო დამუშავება.
არსებობს რამდენიმე ვერსია, როგორ გაიქცნენ პატიმრები "ავერსიდან" - ერთ-ერთი ვერსიით, მათ შენობა ცენტრალური შესასვლელიდან დატოვეს. ეზოში გამოიქცნენ, იქვე, ორას მეტრში, შესახვევში მდებარე ღობიდან გადაძვრნენ და კიბით ისარგებლეს. მეორე ვერსიით კი, მათ ტერიტორია პარკინგის გავლით დატოვეს. კლინიკის თანამშრომლები მედიასთან დეტალებზე ვერ საუბრობენ.
3 პატიმარი სავარაუდოდ დღის პირველი საათისთვის, "ავერსის" კლინიკაში კვლევებზე გადაიყვანეს. მათ კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩასტარებოდათ, რომელიც "ავერსის" კლინიკაში კეთდება. მსჯავრდებულები საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ავერსის კლინიკაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ პატიმრები გაიქცნენ.
დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგვაძე გაქცეულ პატიმრებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ იმ პირებსაც, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ გაქცეულებთან, პასუხისგება მოუწევთ. მინისტრი განმარტავს, რომ თუკი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან სამართალდარღვევა გამოიკვეთება, ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
გამოძიება ახლა რამნდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეძებენ გაქცეულებს, პარალელურად კი ადგენენ, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.
ასევე ნახეთ: