1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„მაუგლის“ წაკითხვის შემდეგ, არ მსმენია ადამიანზე, რომელიც ველურ ცხოველთან ერთად ცხოვრობდა. ახლა გავიცანი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე, რომელმაც ველურ მგლებთან ერთად ტყეში 1500 საათი გაატარა. ეს ბორჯომის ნაკრძალში, ზორეთში მოხდა. ბატონი იასონი პირველია, ვინც მგლის ონტოგენეზი აღწერა.
იასონ ბადრიძე: 2 წლის განმავლობაში – 1500 საათი – გარეულ მგლებთან უშუალო ურთიერთობა მქონდა.
– გადაბმულად რამდენ ხანს ყოფილხართ მათთან კონტაქტში?
– თვეები ვყოფილვარ მგლებთან, ისე რომ ცივილიზაციაში არ წამოვსულვარ.
ალბათ მკითხავთ, მერედა რა გრჯიდაო? – რა და ინტერესი… ყველაფერი რაც კი ამ ქვეყანაზე გაკეთდა, – მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის შედეგად, – ფიზიკაშიც, გეოგრაფიაშიც, მეცნიერების ნებისმიერ დარგში…
საქმე იმაშია, რომ ძაღლებს კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ ამ ცხოველმა ადამიანთან ურთიერთობის გამო ბევრი რამ დაკარგა. საერთოდ, ადამიანთან ურთიერთობისას ყველაფერი ფუჭდება, ძაღლიც, მამაძაღლიც და ბუნებაც… მინდოდა ძაღლის ველური წინაპარი თავის საარსებო გარემოში შემესწავლა. ეს იყო ჩემი ძირითადი მიზანი.
ბავშვობაში ხშირად მეტყოდნენ ხოლმე – „თუ არ შეჭამ, მგელი მოვა და შეგიჭამსო“… საერთოდ, საქართველოში მგელზე ისტერიკა ძალიან მიღებულია.
– ფიქრობთ გადაჭარბებულია?
– ცხადია. მწყემსები რომ გაჰკიოდნენ – მგელმა10 ცხვარი შემიჭამაო, რეალურად იმ 10 ცხვრიდან 5 რაიკომის მდივნის შეჭმული იყო ხოლმე… რა თქმა უნდა, იყო მგლების თავდასხმის შემთხვევებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოდან რუსეთში 10 000 ქართული მეცხვარე ძაღლი გაიყვანეს.
– ეს როდის?
– ომის შემდგომ პერიოდში, ვითომ ახალი რუსული კავკასიური ნაგაზი ჩამოაყალიბეს, მოდარაჯე, ძალიან აგრესიულები. მწყემსი კი დარჩა ისეთი ძაღლების ამარა, რომლებიც მხოლოდ ყეფენ… ცხადია, რომ მგლისგან მიყენებული ზარალიც გაიზარდა. საერთოდ, ის მგლები, რომლებიც ცხვარს მიეჩვივნენ, ტყეში აღარასდროს წავლენ. იმიტომ, რომ მუქთა საჭმელი იშოვეს. არის მგლების მეორე ტიპი, – რომელიც მხოლოდ ტყეშია და გარეული ცხოველით იკვებება. რომ გაჰკივიან, მათ შეამცირეს ირმის რაოდენობაო, იცით როგორი უნამუსო ტყუილია?… მაგალითს მოგიყვანთ: ლაგოდეხის ნაკრძალში. 1991 წელს ირმის რაოდენობა 1500-მდე იყო. სრულად
ასევე ნახეთ: