მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დაინიციირებულ ცვლილებებს განიხილავს.
ინიციატივის მიხედვით აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, შეკეთება, ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ დაინიციირებული ცვლილებები საზოგადოებაში უსაფრთხოების დონეს გაზრდის.