პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
42 წლის ლალი ბითაძე ამჟამად გერმანიაშია დასაქმებული. მანამდე ჯერ თურქეთში, მერე იტალიაში მუშაობდა… ამბობს, რომ შვილები 13 წლიდან ჰყავს მიტოვებული, რომ ოჯახი ფინანსურად გაეძლიერებინა. ამ ამ ხნის განმავლობაში რამდენ მოხუცს მოუარა, რამდენი სახლი დაალაგა, რამდენი გულის ტკენა და იმედგაცრუება იგრძნო ვინ მოთვლის… Epilogi.ge – ის თავის სევდიან ისტორიას უყვება.
ლალი: ბოლო პერიოდიდან დავიწყებ ჩემი საზღვარგარეთ მუშაობის 18 წლიან ისტორიას.. თურქებთან ვიმუშავე გერმანიაში. 58 ქალბატონს ვუვლიდი, რომელიც ავად იყო. სიმსივნე… თავისი სახლი დაკეტილი ჰქონდა და დასაოჯახებელ ბიჭთან ცხოვრობდა. დროდადრო მათ გაუთხოვარი ქალიშვილი სტუმრობდათ. ეს სახლი, რომელშიც ვმუშაობდი, ხუთსართულიანი იყო. მე ავადმყოფის მოვლა მევალებოდა, გადასხმებსაც ვუკეთებდი, კუჭზე ოცნაკერიანი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ჭრილობას ვუმუშავებდი, პლუს საჭმელი, სარეცხი, უთო, დიდი დალაგება, ეზოში ბაღჩის მოვლა, სახლში ძაღლი ჰყავდათ, იმის მოვლა-გასეირნება და ამას გარდა, სტუმარი რომ მოვიდოდა მინიმუმ 6 დასახელების საჭმელი უნდა დამეხვედრებინა. ამაში მიხდიდნენ თვეში 1200 ევროს. 3 თვე ვიმუშავე.
ერთ დღეს ამ ავადმყოფი ქალბატონის ქალიშვილი, (რომელიც მასთან არ ცხოვრობდა), მეუბნება: წამო, სახლი დამილაგეო. გავყევი, ვიფიქრე, დამატებით ანაზღაურებას მივიღებ მეთქი. უბინძირესი სახლი ჰქონდა, დავუწკრიალე და 1 თეთრიც არ გადამიხადა. მერე დედამისის დაკეტილი სახლი დამალაგებინა, ისიც უფასოდ. ამის მერე, კიდევ რომ მითხრა, წამო ჩემი სახლი დაალაგეო. არა მეთქი. რატომო?! – იმიტომ, რომ ჩვენ არ მოვრიგებულვართ რომ ამ სახლის გარდა კიდევ 2 სახლი უნდა დაალაგო-მეთქი…
გულში ჩაიდო და მერე დღეს საყვედური მომარტყეს. სადგომში, სადაც სახლის მეპატრონეს ძვირიანი მანქანები ეყენა, თურმე საფენი არ მქონდა კარგად გადარეცხილი და ძაღლს თურმე საყელურს არ ვხსნიდი დაძინების დროს, რაც ცხოველს სრულფასოვან ძილში ხელს უშლიდა. 31 აგვისტო იყო, ეს რომ მითხრეს და ვუთხარი, მე პირველ სექტემბერს თქვენთან მუშაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ მეთქი. გაუკვირდათ, არ მოელდონენ… სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: როგორ შეიძლება 2 წლის ასაკში განვსაზღვროთ, დაახლოებით, რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი