პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე პირია დაკითხული, ამოღებულია დოკუმენტაცია შემსრულებელი კომპანიიდან და თბილისის საქალაქო სამსახურიდან.
„გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შსს ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულია როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ასევე დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, რომელიც შეესწრო ამ რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.
დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. 100-მდე პირია დაკითხული ამ ეტაპზე, გამოძიება სწავლობს ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიიდან და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს არის საპროექტო, სამშენებლო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები.
საგამოძიებო მოქმედებები ახლაც ტარდება. ჩვენი ინტერესიც არის, სწრაფად დავადგინოთ მიზეზი და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ“, - აცხადებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო