„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
13 წლის ლაზარე ლობჟანიძის მდგომარეობა უმჯობესდება.
მოზარდი ცოტა ხნის წინ მშობლებმა მოინახულეს.
ლაზარეს ოჯახის სახელით განცხადება გლდანის მაჟორიტარმა, კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა, რომელიც მოზარდის ოჯახის ახლობელია და ბოლო ორი დღეა კლინიკასთან იმყოფება.
„ოჯახის სახელით მინდა ერთი რამ ვთქვა, 13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი და შეგნებულად გადაარჩინა თავისი მეგობარი, როდესაც დაინახო რომ მას რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა. ეს ზრდასრულ ადამიანებს ძალიან უჭირს, არა მარტო ბავშვს. პირველი გადამრჩენელი ლაზარესთვის იყო მარიტა, შემდეგ მებაღე და შემდეგ ქალბატონი მეგი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია...“ , - ამბობს კონსტანტინე ზარნაძე.