1728499899
„მიშველე, მიშველე, მიშველე... ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!“ - ტარიელ ხარხელაურის სულისშემძვრელი ლექსი
ორი დღეა მთელი საქართველო პატარა ანგელოზს გლოვობს, დასტირის ყველა პატარა გოგონას ტრაგიკულ სიკვდილს და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ამ ტრაგედიამ ყველა ერთი ოჯახის ირგვლივ გააერთიანა. თუმცა, სიტყვები უძლურია...
პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ამ უმძიმეს ტრაგედიას ლექსით ეხმიანება:
„ო, ღმერთო!იქნება მაკმაროდა მზეში მიმფინო ბინდებად,რაც მინდა, ვერ მომცემს სამყარო,ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება...ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,ვირღვევი, სხეულში ბზარია,მაკმარე,მაკმარე,მაკმარე,მაკმარე, დედაო, მარიამ!თვალებში ამიშრე სისველე(შემინდე - ამდენს რომ ვბედავო),მიშველე,მიშველე,მიშველე,ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!მაკმარე თრთოლვა და კანკალიდათალხულ ფერებში რინდება,ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ -მჭირდება, დედაო,მჭირდება...გავშიშვლდი, ნიღბები დავყარე,ვირღვევი, სხეულში ბზარია,ო, როგორ ხარხარებს სამყარო,ო, როგორ შეშლილი ჟამია“.