რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
თბილისში, სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი დადგა. კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონე სახლში არ უშვებდა, მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა კანიბალიზმის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.
„4 თვეა სადარბაზოში დგას გაურკვეველი სუნი. აღმოჩნდა, რომ მეოთხე სართულიდან გამოდიოდა ლეშის სუნი. 1 კვირის წინ ავიდა კორპუსის თავმჯდომარე და გააფრთხილა, რომ სუნი გამოდიოდა, ეს ფაქტი კი ქალმა უარყო. ის არის მოქმედი ექიმი თერაპევტი“, - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე ბინაში აღმოჩენილ ხორცს ექსპერტიზა უტარდება.