„თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა...“ - რას ამბობს იმ კაცის ადვოკატი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსი გაიტაცა

ამერიკის პოლიცია

გუშინ, ქუთაისში ავტობუსის გატაცება სცადეს. პოლიციამ 2 ახალგაზრდა დააკავა.  ავტობუსის გატაცებისთვის დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ამ დრომდე არ წარსდგენია.

მისივე განმარტებით, დაკავებულმა „თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა ავტობუსი“, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე არ გადმოგვცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები. მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ გატაცების შემთხვევას. თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა, რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, რაიმე მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სურდა ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება, ნამდვილად არ ყოფილა. სინამდვილეში გვაქვს ადგილი ისეთ ქმედებასთან, როცა ძლიერი ალკოჰოლური ქმედების გამო ადამიანი მის საქციელს ვერ აკონტროლებს“, – თქვა არჩილ ნიჟარაძემ.