დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
,,კურიერმა" ბანკის დაყაჩაღების ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს თუ როგორ ემზადება ნიღბიანი მამაკაცი პეკინზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შესასვლელად, ამის შემდეგ 23 წლის მამაკაცი ფინანსურ დაწესებულებაში შედის, იარაღის მუქარით თანხას იტაცებს და შემთხვევის ადგილს ტოვებს. თავდამსხმელს ეკეთა ხელთათმანებიც. "კურიერის" მიერ მოპოვებულ მასალაში იარაღი არ ჩანს, მაგრამ ბანკის დაყაჩაღება მან სწორედ იარაღის მუქარით მოახერხა, რომელიც სავარაუდოდ, უკვე შენობაში შესვლის შემდეგ ამოიღო.
"კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცმა "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან რამდენიმე ათასი ლარი წაიღო, თუმცა შორს წასვლა ვეღარ მოახერხა. პეკინის ქუჩიდან გაქცეული ილია ჯაბაშვილი პოლიციამ დოლიძეზე დააკავა. ახლა მას 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვრცლად, ნახეთ ⬇️